ექსპერტ მამუკა არეშიძის განცხადებით, პარლამენტარების გარკვეული ნაწილი ირაკლი ღარიბაშვილის იმპიჩმენტისთვის ემზადება:
„პარლამენტში მავანი ირაკლი ღარიბაშვილის იმპიჩმენტისთვის ემზადება, დეპუტატები ხმებს აგროვებენ და არის ერთი ამბავი, იმის ნაცვლად, რომ საქმე აკეთონ, მიდის ბრძოლები და ღარიბაშვილის ზურგსუკან მზაკვრულ გეგმას ამზადებენ. ღარიბაშვილის იმპიჩმენტის საკითხის ინსპირატორია „ნაციონალური მოძრაობა“. ახლა „ჩალიჩობენ“, რომ 15 ხმა მოიპოვონ და მიდის დეპუტატების გადმობირება. არ ვიცი, კონკრეტულად კოალიცია „ქართული ოცნებიდან“ ვინ უღალატებს ირაკლი ღარიბაშვილს, მაგრამ დაგიდასტურებთ იმას, რომ მოლაპარაკება მიმდინარეობს იმ ხალხთან, რომლებიც არიან სხვადასხვა ფრაქციაში კოალიციიდან. რამდენიმე დღის წინ 18 ხმა აკლდებოდათ იმპიჩმენტისთვის და დღეს უკვე 15 ხმა აკლდებათ. “- განაცხადა მამუკა არეშიძემ.
წყარო „ალია“
მასალის გამოყენების პირობები






