პარლამენტის თავმჯდომარემ რიგგარეშე სხდომა პრეზიდენტის განკარგულების თანახმად 13 მარტს 12:00 საათზე მოიწვია.
ამის შესახებ უსუფაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც უსუფაშვილი ამბობს, სხდომის ჩატარებას კანონის თანახმად პარლამენტი სრულად უზრუნველყოფს.
მისი განმარტებით, კანონით დეპუტატებს უფლება აქვთ არ დაესწრონ სხდომას.
„ავღნიშნავ, რომ პრეზიდენტის განკარგულების შესაბამისად 2015 წლის 13 მარტის 12: საათიდან მოწვეულია რიგგარეშე სხდომა. სხდომა მოწვეულია კონსტიტუციის სრული დაცვით. შესაბამისად სხდომის ჩატარებას კანონის თანახმად პარლამენტი სრულად უზრუნველყოფს. აქვე ვიტყვი, რომ რიგგარეშე სხდომა მნიშვნელოვანი პოლიტიკურ-სამართლებრივი ინსტიტუტია და მისი სწორად გამოყენება მნიშვნელოვანია.ჩვენს კონკრეტულ შემთხვევაში საპარლამენტო უმცირესობის მოქმედებებიდან ირკვევა, რომ მათი მთავარი ამოცანაა არა საკითხის განხილვა და ლარის კურსის გამყარებაზე ზრუნვა, არამედ საკითხის განხილვა რიგგარეშე, საგანგაშო რეჟიმში, ამ პროცესში საგანგებოდ პრეზიდენტის ჩართვა და ამაზე დებატებით რაც შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში მედია სივრცის გაჯერება“- განაცხადა უსუფაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






