საარჩევნო სისტემის რეფორმირებაზე მომუშავე ინტერპარტიულმა ჯგუფმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან მემორანდუმი გააფორმა, დოკუმენტი თანამშრომლობასა და აქტიური კამპანიის დაწყებას გულისხმობს.
„ნიუპოსტი“ გთავაზობთ მემორანდუმის ტექსტს, რომელსაც ხელი არასაპარლამენტო ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მოაწერეს.
სამოქალაქო თანხმობის მემორანდუმი
ჩვენ, ქვემორე ხელისმომწერნი ქართული საზოგადოების, საექსპერტო წრეების, სამოქალაქო სექტორისა და პოლიტიკური გაერთიანებების წარმომადგენლები ვთანხმდებით და ვაცხადებთ:
საქართველოში დემოკრატიული, კონკურენტუნარიანი და თანაბარი საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს მოქმედი საარჩევნო სისტემის შეცვლა, რაც შესაბამისი საკონსტიტუციო და სხვა საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებას საჭიროებს.
დღეს არსებული საარჩევნო სისტემა დიდი ხანია წარმოადგენს ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების კრიტიკის საგანს, ვინაიდან, ვერ უზრუნველყოფს ამომრჩეველთა ნების პროპორციულად ასახვას მანდატებში, დიდია ამომრჩეველთა დაკარგული ხმების რაოდენობა, არ არის დაცული ერთი ხმის თანაბრობის პრინციპი.
ზემოხსენებული პრობლემის აღმოფხვრის საშუალებად მიგვაჩნია მოქმედიმაჟორიტარული სისტემისშეცვლა.
საჭიროარომ უნდა მოხდეს ისეთი საარჩევნო სისტემის მიღება, რომელიც გადაჭრის არსებულ პრობლემებს და უკეთ ასახავს საქართველოს მოქალაქეთა მიერ არჩევნებში გამოვლენილ ნებას.
აღნიშნული მიზნის მისაღწევად საარჩევნო სისტემამ უნდა უზრუნველყოს:
• ამომრჩეველთა ხმების პროპორციულად ასახვა მანდატებში;
• ამომრჩეველთა ხმის თანაბარი წონა;
• ქალთა წარმომადგენლობის გაზრდა;
• საერთო-ეროვნული და ადგილობრივი წარმომადგენლობა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის დროული უზრუნველყოფისთვის მოვითხოვთ, ხელისუფლებამ მიმდინარე წლის მარტის ბოლომდე ფართო საზოგადოებრივ-პოლიტიკური კონსენსუსის საფუძველზე საარჩევნო სისტემის შესაცვლელად, შექმნას მოლაპარაკებების მრავალპარტიული ფორმატი სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით. მრავალპარტიულ, ღია ფორმატში მუშაობის საფუძველზე, არაუგვიანეს 2015 წლის 1 მაისისა, ჩამოყალიბდეს წინადადებათა პაკეტი საკანონმდებლო ცვლილებებისთვის. საკანონმდებლო ცვლილებები საქართველოს პარლამენტმა მიიღოს საერთაშორისო საექსპერტო დასკვნის გათვალისწინებით.












მასალის გამოყენების პირობები






