საპარლამენტო უმრავლესობის წევრიმა ანი მიროტაძემ „ნიუპოსტთან“ საუბრისას დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მისმა დამ, თეა მიროტაძემ მერიის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის დროებითი მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნის შეთავაზება მიიღო.
„გამომდინარე იქიდან, რომ ჩემი და არის მაღალი კვალიფიკაციის მქონე პირი, იგი წლების განმავლბაში მუშაობდა კონტროლის პალატაში საკმაოდ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე, რის შემდეგაც მან გადაინაცვლა კერძო სექტორიში. ადამიანს, რომელსაც 15 წლის სამუშაო გამოცდილება აქვს როგორმე გაუკეთებდნენ შეთავაზებას იმის მიუხედავად იქნებოდა თუ არა ჩემი და. ვურჩევ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს ჩახედონ მის რეზიუმეს ამაში თვითონვე დარწმუნდებიან,“-განაცხადა მიროტაძემ.
ანი მიროტაძე საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ირაკლი აბესაძის კომენტარსაც გამოეხმაურა, სადაც აბესაძემ თეა მიროტაძის შესაძლო დანიშვნას ნეპოტიზმის კლასიკური მაგალითი უწოდა.
„ირაკლი აბესაძეს ვურჩევ ჩახედოს თეა მიროტაძის რეზიუმეს, მას კითხევი აღარ ექნება და ეჭვებიც გაეფანტება,“-განაცხადა ანი მიროტაემ.
ლაშა ჯაფარიძე
მასალის გამოყენების პირობები






