საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეებთან სამმხრივი შეხვედრა გაიმართა.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა თამარ ბერუჩაშვილმა განაცხადა, შეხვედრის მიზანი სამი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესში საერთო პოზიციების შეჯერება და ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბებაა.
„პრაქტიკულად შეჯერდა საერთო მიდგომები, რომლითაც საქართველო, უკრაინა და მოლდოვა რიგის სამიტზე წარდგებიან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო პროცესი. ამ სამმხრივი დიალოგის ინიციატორი იყო საქართველო. ამავე ფორმატის ფარგლებში იგეგმება უკვე სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ფორმატი იქნება ძალიან წარმატებული, რადგან ჩვენ უპირველეს ყოვლისა გვაერთიანებს ძალიან სერიოზული კავშირები, იქნება ეს ისტორიული, კულტურული თუ ეკონომიკური. მიუხედავად გამოწვევებისა და სირთულეებისა, სამივე ქვეყანა თავისი ევროპული არჩევანის ერთგულია", - განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა.
ნინი კაციტაძე
მასალის გამოყენების პირობები






