თბილისის მერია ნინა ხატისკაცის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს.
ამის შესახებ „ნიუპოსტს“ უწყების პრესსამსახურში განუცხადეს.
რაც შეეხება სხვა საკადრო ცვლილებებს, მათი ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით ხვალ, დედაქალაქის მერი დავით ნარმანია პრესკონფერენციას გამართავს.
„თბილისის მერი ყველა ვაკანტურ თანამდებობაზე კონკრეტულ პირებს თავად წარადგენს“, - აცხადებენ მერიაში.
დღეს საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ირაკლი აბესაძემ განაცხადა, რომ თბილისის მერის მოადგილის თანამდებობაზე ირაკლი ლექვინაძე ნინა ხატისკაცს ჩაანაცვლებს. მისივე ინფორმაციით, მერიის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლად დეპუტატ ანი მიროტაძის და დაინიშნა.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ დიმიტრი ქუმსიშვილი მერის უკვე ყოფილ მოადგილეს ალექსანდრე მარგიშვილს შეცვლის.
ნინო დათაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






