საქართველოსა და ბრაზილიას შორის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდება
პოლიტიკა - 10:31, 11 Mar, 2015     2817

დღეს ხელი ეწერება საქართველოს მთავრობასა და ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთათვის ვიზის მიღების ვალდებულებისაგან ნაწილობრივი გათავისუფლების შესახებ.

ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"აღნიშნული შეთანხმება გულისხმობს ორივე ქვეყანაში ტურისტული და ბიზნესის მიზნებით მსურველი, ორდინალური პასპორტის მფლობელი მოქალაქეების გათავისუფლებას ვიზის აღების ვალდებულებისაგან. კერძოდ, შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ, საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ ბრაზილიის ტერიტორიაზე შესვლას, ყოფნასა და ტრანზიტს 90 დღის განმავლობაში 180 დღიან პერიოდში - ათვლა ქვეყანაში პირველად შესვლის დღიდან მოხდება. ანალოგიური რეჟიმი იმოქმედებს ბრაზილიის მოქალაქეების მიმართ.

აღნიშნული შეთანხმების დადება წერილების გაცვლით გზით მოხდება. საქართველოს მხრიდან მას ხელს მოაწერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, თამარ ბერუჩაშვილი. შეთანხმება ძალაში შევა ქართული მხარის მიერ მისი ხელმოწერიდან 30 დღის გასვლის შემდეგ.

ბრაზილიის რესპუბლიკასთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღება მხარეთ ხანგრძლივი კოორდინირებული მუშაობის შედეგია.

აღსანიშნავია, რომ ბრაზილია, რომელიც მსოფლიოში სიდიდით მეშვიდე ეკონომიკაა ლათინური ამერიკის რეგიონში საქართველოს მთავარ პარტნიორ ქვეყანას წარმოადგენს. ხსენებული შეთანხმების გაფორმება წაახალისებს ქვეყანას შორის თანამშრომლობას, ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის ბიზნეს-წრეების დაახლოებას, ტურისტული ნაკადების მიმოსვლას და ხალხთაშორისი კავშირების გამყარებას.

საქართველოსა და ბრაზილიას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1993 წლის 28 აპრილს დამყარდა. 2010 წელს საქართველომ საელჩო გახსნა ბრაზილიაში, რაზეც ბრაზილიის მხარემ ანალოგიური ნაბიჯით უპასუხა 2011 წელს. ბოლო წლების განმავლობაში განხორციელდა არაერთი მაღალი დონის ვიზიტი და შეხვედრა როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო დონეებზე. 2013 წლის 12 მარტს საქართველოს ვიზიტით ეწვია ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ვერა მაშადო. 2013 წლის 2-4 აპრილს შედგა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაია ფანჯიკიძის ოფიციალური ვიზიტი ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ხოლო 2014 წლის 24 მარტს, ქ. ჰააგაში, ბირთვული უსაფრთხოების სამიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრაზილიის ვიცე-პრეზიდენტს მიშელ ტემერს შეხვდა.

მხარეებს შორის თანამშრომლობა დინამიურად ვითარდება ეკონომიკის, ვაჭრობის, ტურიზმის, კულტურისა და განათლების სფეროებში", - ნათქვამია ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42