მთავრობის ადმინისტრაციაში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ ორმხრივი შეხვედრა გამართა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ოლენა ზერკალთან.
მხარეებმა ევროინტეგრაციის პროცესში საქართველოსა და უკრაინას შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. შეხვედრის დროს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ მოლოდინებს, რომლებიც უკავშირდება მიმდინარე წლის მაისში რიგაში დაგეგმილ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტს და ევროკავშირთან შემდგომი ინტეგრაციის კუთხით პარტნიორების მიერ საერთო პოზიციების შეჯერებას.
„საუბარი შეეხებოდა ჩვენს ინტეგრაციულ პროცესს. ჩვენ გაგვაჩნია საერთო საგარეო პოლიტიკური მიზნები და გამოწვევები. შესაბამისად, ჩვენ გავცვალეთ მოსაზრებები ჩვენს სტრატეგიასთან და მიზნებთან დაკავშირებით, რიგის მომავალი სამიტის კონტექსტში. ჩვენ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს როგორც მინისტრის მოადგილესთან, ასევე მთლიანად აპარატთან, ვინც კურირებს უკრაინაში ევრინტეგრაციას“, - განაცხადა ბაქრაძემ.
ნინო დათაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






