უარი რბილ ავეჯზე და დაზოგილი 0,5 თეთრი, "მთავრობა ხალხს დასცინის" - გოკა გაბაშვილი
პოლიტიკა - 23:22, 10 Mar, 2015     1741
საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი გაბაშვილი ქვეყანაშ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა რომ ქვეყანაში რეალურად მძიმე ვითარებაა, მმართველი გუნდი სიტუაციის გამოსასწორებლად არაფერს აკეთებს, ფინანსთა მინისტრი კი პრეზიდენტის მიერ მოწვეულ რიგგარეშე სხდომას თოქშოუს უწოდებს:

"ამ ქვეყანას აღარ ჰყავს პარლამენტი, ამ ქვეყანას აღარ ჰყავს არც მთავრობა. ამ ქვეყანას ჰყავს ერთი ოლიგარქი და მის ნებაზეა დამოკიდებული ყველაფერი, არ არსებობს მსოფლიოში არც ერთი ნორმალური ქვეყანა, რომელიც არ შეიკრიბებოდა და არ გამართავდა საგანგებო მსჯელობას შექმნილ ვითარებაზე. აპოკალიფსურ სურათების ხატვაზე არ არის საქმე, ვითარება რეალურად არის მძიმე, ქვეყნის ეკონომიკური ზრდას 4 მილიარდი დააკლდება, ბიუჯეტს კი - 100 მილიონი. პრეზიდენტი იწვევს პარლამენტის სხდომას და დეპუტატები და მთავრობა არ აპირებენ მოსვლას. ფინანთა მინისტრი კი ქვეყნის ეკონომიკაზე მსჯელობისათვის მოწვეულ სხდომას ბედავს და უწოდებს თოქშოუს. ასეთი დამოკიდებულება პარლამენტის მიმართ უნდა აწუხებდეს, პირველ რიგში, პარლამენტის თავმჯდომარეს და დღევანდელ უმრავლესობას," - განაცხადა გაბაშვილმა გადაცემა „არჩევანის" ეთერში.

გაბაშვილის თქმით, საქართველოს მოქალაქეები ხელისუფლებისგან სერიოზულ პასუხებს და კონკრეტულ ნაბიჯებს ელოდება, ამის საპირისპიროდ კი მათგან ცინიზმს და რბილ ავეჯის შესახებ საუბრებს ისმენს

„მათივე პოლიტიკური გუნდის წვერი იწვევს პარლამენტის ანტიკრიზისულ სხდომას და თავად მთავრობა და უმრავლესობა აცხადებს, რომ არ მოვლენ და არ ეტყვიან ხალხს შემცირდება თუ არა გადასახადები, გაუქმდება თუ არა რეგულაციები, გადაიდგმება თუ არა კონკრეტული ნაბიჯები. რამე პასუხები ხომ უნდა არსებობდეს, თუ რბილი ავეჯია მართლა ყველაფერი? თუ მართლა ეს ცინიზმია ყველაფერზე პასუხი, რომ თურმე 70 ათასს დაზოგავს სერგეენკო. ეს ხომ ხალხის დაცინვაა,“ - აღნიშნა გაბაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა „ქამრების შემოჭერის“ ფარგლებში მერიაში გატარებულ ღონისძიებებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მერიამ ქამრები შემოიჭირა და 0,50 თეთრი დაზოგა.

"ამაზე მეტი სასაცილო რა გინდათ, საგზაო სამუშაოებისათვის მერიამ 2 მილიონი გამოყო, თანხა კომპანიას წინასწარ გადაურიცხა, შემდეგ კი სავალუტო კრიზისის პირობებში ქამრები შემოიჭირა და 0,50 თეთრი დაზოგა. ამ მთავრობას არ აქვს სამოქმედო გეგმა რაც ძალიან ცუდია ქვეყნისთვის,"- განაცხადა გოკა გაბაშვილმა.


ნინო ზედგენიძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42