,,როგორც ვიცი დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემა იყო ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. მაშინ, როდესაც რუსეთი აქტიურად აგრძელებს შეტევას საქართველოზე და ეს სხვა არაფერია, თუ არა შეტევა საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდე; როდესაც ის აფორმებს ე.წ. ხელშეკრულებებს მის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებთან და აძლიერებს სამხედრო კონტიგენტს ჩვენ ადმინისტრაციულ საზღვრებთან, ამ შემთხვევაში ლოგიკურია, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის გარანტი, პრეზიდენტი უმრავლესობას ამ საკითხზე სათათბიროდ იწვევს. რა მოტივითაც არ უნდა იყოს ის ახსნილი, იქნება ეს ამა თუ იმ პოლიტიკური ორგანიზაციის მიერ ეკონომიკური საკითხებიდან გამომდინარე რიგგარეშე სხდომის მოწვევა თუ სხვა, ამაზე გაბრაზებულებმა ქვეყნის უსაფრთხოების თემაზე პრეზიდენტთან შეხვედრა ჩაშალო, ამას ახსნა არ აქვს. ეს სახიფათო თამაშია. ეს საფრხის ქვეშ აყენებს ქვეყნის უსაფრთხოებას“ - განაცხადა ედპ-ს ლიდერმა.
მასალის გამოყენების პირობები






