მთავრობა თავხედურად იქცევა, აკეთებს იმას, რაც ივანიშვილს უნდა და არა ხალხს - ჭიაბერაშვილი
პოლიტიკა - 19:36, 10 Mar, 2015     2755
ბიძინა ივანიშვილის მთავრობამ და მისმა საპარლამენტო უმრავლესობამ მოქმედების ასეთი წესია აირჩია, რომ ისინი გაურბიან იმ პრობლემებზე საუბარს, რომელიც მათ მიერ არის შექმნილი - ასე აფასებს ,,ნიუპოსტთან“ კომენტარში ,,ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჭიაბერაშვილი მმართველი გუნდის დღევანდელ გადაწყვეტილბას, რომლის მიხედვითაც მათ უარი განაცხადეს მისულიყვნენ პრეზიდენტთან დაგეგმილ შეხვედრაზე, სადაც საუბარი შეეხებოდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას. მმართველი გუნდი არც რიგგარეშე სხდომაზე დასწრებას აპირებს, სადაც საპარლამენტო უმცირესობის ინიციატივით ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური საკითხები უნდა განხილულიყო.

,,პირველ რიგში გავიხსენებ მათ არმისვლას პარლამენტში საგანგებო სხდომაზე, როდესაც საქმე ეხებოდა ეკონომიკაში შექმნილ კატასროფულ მდგომარეობას. იმის გამო, რომ ბიძინა ივანიშვილს არ მოსწონს პრეზიდენტი მარგველაშვილი, ხდება ის რომ საპარლამენტო უმრავლესობა ასევე იგნორირებას უკეთებს საპრეზიდენტო ინსტიტუტს და არ მონაწილეობს ქვეყნისთვის ისეთ მნიშვნელოვან საკითხში, როგორიც არის ოკუპირებული ტერიტორიები .

ხელისუფლება ყველაფერზე ამბობს, რომ თითოს მიმდინარეობს სამუშაო პროცესი და არ უნდათ პოლიტიკურ შოუებში მონაწილოეობის მიღება, ამ დროს მათ ყველაფერი პოლიტიკურ შოუდ აქციეს, მათი საქმიანობა ემსგავსება შოუს, დაკავებულები არიან იმით, რომ ებრძოლონ ინსტიტუციებს, მოხდეს პარლამენტის და პრეზიდენტის ინსტიტუციების დამცირება და აკეთონ მხოლოდ ის, რაც უნდა ივანიშვილს. ეს პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ ისინი არ არიან ანგარიშვალდებული ხალხის წინაშე“ - აცხადებს ჭიაბერაშვილი.

მისი თქმით, მთავრობა იქცევა თავხედურად. ,,უმრავლესობა არ მიდის პრეზიდენტთან, მთავრობა არ მიდის პარლამენტში, ქალაქის მერი არ მიდის საკრებულოში, ამიტომ მათი ეს მიდგომა ჩანს თითოეულ ნაბიჯზე“ - აცხადებს ჭიაბერაშვილი.

ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ ოპოზიცია შეეცადა, ყველაფერი საპარლამენო ცხოვრების წესში მოექცია, რაზეც მათ მთავრობისგან უარი მიიღეს. მისი თქმით, მთავრობამ შექნა პრობლემები, რომელთა გამოსწორება არ შეუძლიათ, რის გამოც, ,,ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის განცხადებით, მთავრობა უნდა გადაგდეს.

,,ჩვენ, როგორც პოლიტიკური გუნდი მოვითხოვთ მთავრობის გადადგომას, ეს იქნება ჩვენი 21 მარტის დემონსტრაციის ლოზუნგი, რომ მთვარობა უნდა გადადგეს, რადგან ეს მთავრობა არა მხოლოდ არაკომპეტენტური და უუნაროა“ - აცხადებს ჭიაბერაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42