ევრაზიის ინსტიტუტის წარმომადგენელმა ირაკლი ყიფიანმა , ჯეოსელის სარეკლამო ბილბორდზე განთავსებულ პრო-რუსული შინაარსის ფოტოსთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ამ ნაბიჯით მან მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმის წინააღმდეგ მებრძოლი ადამიანების ხსოვნას მიაგო პატივი და პოსტსაბჭოთა სივრცის რუსულენოვან ახალგაზრდებს მიმართა.
„70 წელი გადის მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან, ჩვენი სამამულო ომში გამარჯვებიდან, ჩემი დიდი ბაბუა იბრძოდა, იყო საბჭოთა კავშირის გმირი, ამ პოსტერზე წარწერაც არის- მე მახსოვს, მე ვამაყობ და მინდოდა ჩემი აზრის დემონსტრირება. რუსულად უფრო მეტი ადამიანი გაიგებდა, ეს მხოლოდ საქართველოზე არ არის გათვლილი ამით ერთგვარი მესიჯი გავუგზავნე ყოფილი საბჭოთა ქვეყნების ახალგაზრდებს, რომ შექმნილია სტერეოტიპი თითქოს აქ ახალგაზრდები არიან ძირითადად მოფაშისტო განწყობებით და რომ ეს ესე არ არის.“- განაცხადა ირაკლი ყიფიანმა.
ნინო ზედგენიძე
მასალის გამოყენების პირობები






