,,გეორგიევსკის ლენტა“ - პუტინის იდეა და რუსი შავრაზმელების დროშა, რომლის ქვეშაც ებრაელებს ხოცავდნენ
პოლიტიკა - 18:51, 10 Mar, 2015     9785
სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, რომელიც ჯეოსელის აქციის ფარგლებში მის ერთ-ერთ სარეკლამო ბილბორდზე გამოქვეყნდა. ფოტო ჯეოსელს ირაკლი ყიფიანმა გაუგზავნა, რომელიც ევრაზიის ინსტიტუტის წარმომადგენელია.

"თბილისს ფაშისტ–ნაცისტების არ ჯერა! გპირდებით მეტ გეორგიევსკის ლენტას!!! თქვენი ირაკლი ყიფიანი."- ამ ტექსტის თანხლებით აქვეყნებს ფოტოს საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ირაკლი ყიფიანი, რომელიც აღნიშნულ სიმბოლოს მეორე მსოფლიო ომს უკავშირებს.

,,გეორგიევსკის ლენტამ“ საზოგადოების პროტესტი გამოიწვია. თავის მხრივ კი კომპანია ,,ჯეოსელმა“ ბოდიში მოიხადა.

რაც ნიშნავს ე.წ. გეორგიევსკის ლენტა და რეალურად რისი სიმბოლოა ის? ერთ-ერთი ვინც ბილბორდზე გამოსახულ სიმბოლოსთან დაკავშირებით საკუთარი პროტესტი გამოთქვა, თავდაცვის ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინია, რომელიც ,,ნიუპოსტთან“ კომენტარში ამბობს, რომ ე.წ. გეორგიევსკის ლენტას არაფერი საერთო აქვს მეორე მსოფლიო ომთან და რომ ლენტი იქნა მოგონილი 2006 წელს პუტინის დავალებით, მისი განმარტებით, ეს არის რუსეთის იმპერიის დროშის ფერები, რომლის ქვეშაც რუსეთში ათი ათასობით ებრაელი იქნა მოკლული. შაშკინის თქმით, გეორგიევსკის ლენტა ჩნდება ყველგან სადაც რუსეთის იწყებს სეპარატისტულ მოძრაობებს.

,,სამწუხაროდ თბილისი ქუჩებში ჯერ გამოჩნდა ბილბორდებზე რუსული ,,ტრიკოლორი“ - რუსული სახელმწიფო დროშა, ახლა კი გამოჩნდა რუსეთის იმპერიის სიმბოლო, გეორგიევსკის ლენტა. პოლიტიკაში ყევლაფერს აქვს თავისი დატვირთვა, მათ შორის ფერებს და ფერების კომბინაციასაც. ძალიან ბევრმა არც კი იცის, რა არის ეს გეორგიევსკის ლენტი და რას ნიშვავს. მე მინდა გითხრათ, რომ ეს არაფერ კავშირში არაა მეორე მსოფლიო ომთან. ეს ლენტი იყო მოგონილი 2006 წელს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დავალებით, როგორც ახალი სიმბოლიკის გავრცელების ერთ-ერთი მაგალითი. ნებისმიერ მსურველს შეუძლია გადაამოწმოს თუ რა ფერების კომბინაციაა ეს ნარინჯისფერი და შავი, ზოგჯერ ეს არის უფრო მოყვითალო, ზოგჯერ ფორთოხლისფერი და შავი. ეს არის რუსეთის იმპერიის დროშა, რომლის ქვეშაც არის მოკლული 10 ათასობით ებრაელი. როცა რუსეთს იმპერიაში ხდებოდა ებრაელთა მკვლელობები, ე.წ. შავი ასეულების მიერ, ეს იყო ამ დაჯგუფებების დროშა, დღესაც ამ დროშას იყენებენ აქტიურად რუსი მონარქისტები და მოფაშისტო ელემენტები, როგორიც არიან ეს შავრაზმელები. ამ დროშის ქვეშ ახლაც ათასობით უკრაინელს კლავენ უკრაინაში, ამ დროშიც ქვეშ ხდება ყველა ნაციონალისტური პრობლემის წამოწევა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში და ისეთი ქვეყანა, როგორიც არის ბელორუსია, დაიწყო ფიქრი საკანონმდებლო დონზე, რომ ,,გეორგიევსკის“ სიმბოლო აიკრძალოს, მაგრამ ჩვენთან საქართველოში აქტიურად გამოჩნდა“ - აცხადებს შაშკინი. მისი თქმით, უხერხულია, როცა დღეს მეორე მსოფლიო ომის მივიწყებაზე ვინმე საუბრობს, მაშინ როცა, ქართველებმა პროცენტულად ყველაზე დიდი მსხვერპლი გაიღეს.

მინდა გითხრათ, რომ ბაბუაჩემი დაიღუპა პოლონეთის გათავისუფლების დროს და აქედან გამომდინარე, მეორე მსოფლიო ომის ტრაგედია ჩემი ოჯახის ტრაგედიაც არის უშუალოდ, ისევე როგორც ბევრი ოჯახის, მაგრამ ამ გეორგიევსკის ლენტებს, კიდევ ვამბობ. არაფერი საერთო აქვს მეორე მსოფლიო ომთან და ვერც ექნება. ბაბუაჩემს იმისათვსი არ უომია, რომ შემდეგ ამ დროშიც ქვეშ უკრაინელები დაეხოცათ საკუთარ მიწაზე.

გეორგიევსკის ლენტა ჩნდება ყველგან, სადაც რუსეთის იწყებს სეპარატისტულ მოძრაობებს“ - აცხდებს დიმიტრი შაშკინი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42