პარტია „ევროპული დემოკრატების“ თავმჯდომარე პაატა დავითაია აცხადებს, რომ ივანიშვილის მთავრობა პოლიტიკურ კრიზისშია. დავითაია „ნიუპოსტთან“ პრეზიდენტისა და უმრავლესობის ჩაშლილ შეხვედრას გამოეხმაურა და აღნიშნა რომ, ისეთი თემის გადადება, როგორიც ტერტორიული მთლიანობა და ოკუპირებული ტერიტორიებია, ნათლად ავლენს მთავრობისა და უმრავლესობის განწყობას ქვეყნის ოკუპანტისა და სეპარატისტების მიმართ.
„ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული სამხედრო წვრთნების უგულვებელყოფა, რომელშიც მონაწილეობას იღებენ არა მარტო ოკუპატი სახელმწიფოს ჯარები არამედ სეპარატისტული ძალებიც, კიდევ ერთხელ ცხადყოფს იმას თუ რა დამოკიდებულება აქვს მთავრობას და უმრავლესობას არსებული პრობლემისა და საფრთხის მიმართ. პიროვნული ინტერესები ამ შემთხვევაში დადგა უფრო მაღალ საფეხურზე ვიდრე ქართული სახელმწიფორბრიობის საკითხი, ამიტომ გულსატკენია რომ არ შედგა დღევანდელი შეხვედრა. უმრავლესობის და პრეზიდენტის დაპირისპირება პატარა ბავშვების ქიშპობას წააგავს, მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ პრეზიდენტი მოსწონთ თუ არ მოსწონთ, არჩეულია ქართველი ხალხის მიერ და ეს არის ინსტიტუციების უპატივცემულობა.
მე შექმნილი მდგომარეობა არ მიკვისრ იმ ფონზე, რომ ჩვენ გვყავს სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი, როელიც მაქსიმალურად ცდილობს გაამართლოს პუტინი და საუბრობს აბსურდულ საკითხებზე არ უნდა გვიკვირდეს უმრავლესობის პოზიცია, რომელიც არ ხვდება პრეზიდენტს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სასაუბროდ,“ განაცხადა დავითაშვილმა.
პაატა დავითაიამ „ნიუპოსტთან“ ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები შეაჯამა და ამბობს, რომ მთავრობამ კრახი განიცადა და ქვეყნის მართვას ვეღარ ახერხებს.
„უმრავლესობაში არის დაპირისპირება, დეპუტატები ერთმანეთს ესხმიან თავს, აჭარის უმაღლეს საბჭოში მოხდა დაპირისპირება და ყველა ერთმანეთს აგინებს, საუბარია ქართული ოცნების წევრებზე. ვხედავთ რომ ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით არაფერი არ ხდება. ვხედავთ, რომ მერიის თანამშრომლები ერთმანეთს ასწრებენ ფულის აღებაში და ეს ყველა საკითხი გადაჯაჭვულია,რაც ნიშნავსიმას, რომ ვერ ხერხდბა ქვეყნის მართვა და კრახი განიცადა საქართველოს მთავრობამ. ივანიშვილის გუნდი კრიზისშია და აქ საუბარია არა ეკონომიკურ არამედ პოლიტიკურ კრიზისზე, აქედან გამომდინარე ეს ყველაფერი ძალიან ცუდად წაადგება ქვეყანას,“- განაცხადა დავითაიამ.
მასალის გამოყენების პირობები






