გიორგი ვოლსკი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
პოლიტიკა - 17:42, 10 Mar, 2015     2792
საპარლამენტო ფრაქცია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი განცხადებას ავრცელებს.

“ამჟამად ვიმყოფები ამერიკის შეერთებულ შტატებში სხვადასხვა პოლიტიკური და საექსპერტო წრეების წარმომადგენლებთან შეხვედრებისთვის. როგორც შევიტყე, ბატონმა არმაზ ახვლედიანმა გააკეთა განცხადება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატის, ქალბატონი ნინო გვენეტაძისადმი, კოალიციის პოლიტსაბჭოს მხარდაჭერისა და იმ პირთა პასუხისმგებლობის შესახებ, რომლებიც არ დაემორჩილებიან ამ გადაწყვეტილებას.

როგორც ცნობილია, პოლიტსაბჭოს შეხვედრაზე პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი კანდიდატისადმი კოალიციის სხვა ფრაქციებმა სრული შემადგენლობით მხარდაჭერა გამოხატეს. მე როგორც ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, აღვნიშნე, რომ ფრაქციის ცალკეულ წევრებს აქვთ გარკვეული შეკითხვები კანდიდატისადმი და ჯერჯერობით ლაპარაკი სრული მხარდაჭერის თაობაზე ნაადრევია.

პოლიტსაბჭომ ცნობად მიიღო ჩემი განმარტება. მას არავისთვის არ დაუვალებია რაიმე განცხადებით გამოსვლა. სხდომის შემდგომ შესაბამისი კომენტარი გავაკეთე მედიისათვის და იგივე ვთქვი იმავე დღეს ჩატარებულ ფრაქციის სხდომაზე. ამდენად გასაგებია, რომ ბატონი არმაზის განცხადება სწორედ ჩვენს ფრაქციას ეხება და სულ მცირე არაკორექტულია დეპუტატების, პირადად ჩემი და თუნდაც ქალბატონი ნინოსადმი.

ბატონი არმაზის მიერ მოგვიანებით გაკეთებული განმარტება არ პასუხობს მის მიმართ ჩვენი ფრაქციის წევრების შენიშვნების არსს, რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს რათა საფუძველი აღარ შეუქმნას უადგილო კამათს და უსაფუძვლო ინტერპრეტაციებს. თემა საკმაოდ მნიშვნელოვანია და მის ირგვლივ მსჯელობისას თითოეულ ჩვენთაგანს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა მოეთხოვება.

ფრაქციის შეხვედრა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატთან 16 მარტს არის დაგეგმილი”, -ნათქვამია ვოლსკის განცხადებაში.

ნინო ზედგენიძე




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42