როგორც „ნიუპოსტს“ ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა ბაჩუკი ქარდავამ განუცხადა, მედიას საარჩევნო კოდექსში განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდეს.
„ეს არ არის ვიწრო პარტიული ინტერესების მატარებელი საკითხი. ეს მიმართულია საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე და კონკრეტულად ეხება ისეთი საარჩევნო სისტემის შემოღებას, სადაც ხმა არ იკარგება და ირჩევენ იმას, ვისაც რეალურად ამომრჩეველი აძლევს ხმას. მიზანი იყო ის, რომ მედია გაცნობოდა ამ საკითხს. პრინციპში შემიძლია გითხრათ, რომ ინტერპარტიულმა ჯგუფმა საკმაოდ სოლიდური სამუშაო გაწია. ჩვენი მუშაობის შედეგები გავაცანით არასამთავრობო სექტორს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, არის პატარ-პატარა დეტალები, რომლებიც ჯერ კიდევ დასასრულებელი გვაქვს, მაგრამ საბოლოო ჯამში ინტერპარტიულმა ფორმატმა ამ ფორმით საკუთარი თავი ამოწურა და ჩვემ ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას მიგვაჩნია, რომ უნდა გადავიდეთ ახალ ეტაპზე და ეს უნდა იყოს ოპოზიციური ერთობისკენ მიმართული, რადგან ხელისუფლება ყველანაიარდ უკეთებს იგნორირებას ნებისმიერ ინიციატივას, საიდანაც არ უნდა მომდინარეობდეს ის. ეს ინგორირება ჩემთვის ცოტა არ იყოს გაუგებარია, მაშინ როდესაც იგივე საკითხს ოპოზიციურ ფორმატში ყოფნისას დღევანდელი ხელისუფლება თვითონ აყენებდა“ , - განაცხადა ქარდავამ.
ინტერპარტიული ჯგუფი შეხვედრეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთანაც გამართავს, ხვალ კი სპეციალური მემორანდუმის გაფორმება იგეგმება. შეხვედრა ხვალ სასტუმრო რედისონში იმართება.
მასალის გამოყენების პირობები






