მხარეებმა დეტალურად განიხილეს კონფლიქტისპირა სოფლებში არსებული ჰუმანიტარული ვითარება და იმ პროგრამებზე ისაუბრეს, რომელსაც საქართველოს მთავრობა მოსახლეობის დახმარების მიზნით ახორციელებს.
შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გამოითქვა შეშფოთება რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმებთან ე.წ მოკავშირეობის შეთანხმებების გაფორმებასთან დაკავშირებით, რასაც საქართველოს ხელისუფლება რეგიონების ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს.
საუბრის ერთ-ერთი თემა იყო რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ პოზიტიური დინამიკა ჰუმანიტარულ-ეკონომიკურ ურთიერთობებში პოლიტიკურ ვითარებას არ ცვლის, რადგან საქართველოს მთავრობის კონსტრუქციულ მიდგომას რუსეთი ადეკატურად არ პასუხობს.
მხარეებმა ასევე იმსჯელეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მნიშვნელობაზე, რომლის მორიგი, 31-ე რაუნდი შვეიცარიაში 17-18 მარტს გაიმართება.
ლაშა ჯაფარიძე
მასალის გამოყენების პირობები






