საქართველოში აშშ-ის ელჩი რიჩარდ ნორლანდი მიიჩნევს, რომ მთავრობის სავიზო პოლიტიკა ქსენოფობიური არ არის.
ამის შესახებ ნორლანდმა იუსტიციის მინისტრის განცხადების და ამ განცხადებაზე ირანის საელჩოს პასუხის კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო ცდილობს, ხელი შეუწყოს ტურიზმსა და ბიზნეს.
„ამავე დროს ქვეყანა ცდილობს წინ აღუდგეს ისეთი ადამიანების შემოსვლას, რომლებიც შეიძლება ზიანის მომტანი იყვნენ ამ ქვეყნისთვის. არ მიმაჩნია, რომ საქართველოს მთავრობის პოლიტიკა ამ მხრივ არის ქსენოფობიური. შესაძლოა, იყოს წარმატებები და წარუმატებლობებიი, მაგრამ მთავრობა მუშაობს ამ თემაზე და მიმაჩნია, რომ ცდილობს, მოაგვაროს ის საკითხები, რომლებიც ამ პროცესში წამოიჭრება", - განაცხადა ნორლანდმა.
საქართველოში ირანის ისლამისტური რესპუბლიკის საელჩომ გუშინ განცხადება გაავრცელა, სადაც ისუტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებას გამოეხმაურა და მას „არაეგობრული“ უწოდა.
საუბარია თეა წულუკიანის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც მინისტრმა სავიზო პოლიტიკის გამკაცრებაზე ისაუბრა."2014 წლის 1-ელ სექტემბერს, როდესაც ეს რეფორმა შევიდა ძალაში, ამან ბოლო 4 თვის განმავლობაში გამოიწვია ჩვენი ტურისტების ნაკადის 42 ათასი ადამიანით შემცირება: ჩინელების, ერაყელების, ირანელების და ეგვიპტელების", - განაცხადა წულუკიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






