მანანა კობახიძე პრეზიდენტის გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა. პარლამენტის-ვიცე სპიკერი მარგველაშვილს რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნამდე „ნაცმოძრაობასა“ და „თავისუფალ დემოკრატებთან“ შეთანხმების შემდეგ კონსულტაციის გავლას უმრავლესობასთანაც ურჩევდა.
კობახიძე აცხადებს, რომ ეკონომიკური მოვლენების განხილვა სამუშაო საქმიან ფორმატში უნდა მოხდეს ისე როგორც პარლამენტი გეგმავს.
„უნდა ჩავატაროთ საქმიანი საკომიტეტო მოსმენა, რასაც გეგმავს პარლამენტი. ამ ვითარებაში, ნაციონალური მოძრაობის მოთხოვნით და თავისუფალი დემოკრატების შეგონებით პრეზიდენტმა მიიღო ეს გადაწყვეტილება. ალბათ საინტერესო იქნებოდა, უმრავლესობასთან კონსულტაცია,თუნდაც კითხვის დასმა“ - განაცხადა მანანა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა საპარლამენტო რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ გადაწყვეტილება გუშინ მიიღო. სხდომა 13 მარტს ჩაინიშნა.
მასალის გამოყენების პირობები






