“როდესაც მთავრობა არ ენახვება ხალხს ხალხი დაენახვება მას 21 მარტს,”-ზურაბ მელიქიშვილი
პოლიტიკა - 14:14, 10 Mar, 2015     1777
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზურაბ მელიქიშვილი მთავრობის მიერ „ქამრების შემოჭერის“ ფარგლებში გატარებულ პოლიტიკას აპროტესტებს და აცხადებს, რომ საჯარო მოხელეები სრულიად საპირისპიროდ მოქმედებენ. მელიქიშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლება 14 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ავტომობილების შეძენას გეგმავს, მაშინ, როდესაც შესაძლებელი იყო ახალი იაპონური მანქანების გამოყენება.

„მთავრობა ბოლო კვირეების განმავლობაში აცხადებს ე.წ. ქამრების შემოჭერის პოლიტიკას თუმცა მათი მოქმედება სრულიად საწინააღმდეგოა. მინდა გითხრათ რომ 2015 წელს, საქართველოს მთავრობამ, კერძოდ ფინანასთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ გამოყო თანხა და შეიძინა 4 მილიონ 7 ათასი ლარის ღირებულების ავტომობილები. ამ ნაბიჯს კი ამართლებენ რომ თითქოს გარკვეული კონფერენციის ფარგლებში მათ სტუმრების მომსახურებისთვის სჭირდებათ აღნიშნული ავტომობილები. მაშინ როდესაც გამოყოფილია იაპონიის გრანტი 4 მილიონ 200 ათასი დოლარის ოდენობით ეკო მანქანების შესასყიდად. ერთი რომ მათ შეეძლოთ გრანტის დანიშნულება შეეცვალათ, ამაზე არ იმუშავეს და ხდება დაახლოებით მთლიანობაში ჯამში 14 მილიონის ავტომობილების შეძენა საქართველოს მთავრობის მხრიდან, მაშინ როდესაც ახალი იაპონური მანქანების გამოყენება შეეძლოთ იმ კონფერენციისთვის, რომელსაც საფუძვლად იდებენ ამ დამატებით ახალი ავტომობილების შესაძენად. მთავრობა გაურბის დებატებს, გაურბის პასუხისმგებლობას, მათ საერთოდ არ გააჩნია გეგგმა და არ წამოუდგენიათ ხალხისთვის. მთავრობა არ ენახვება ხალხს, ხალხი დაენახვება მას 21 მარტს,“-განაცხადა ზურაბ მელიქიშვილმა.




ლაშა ჯაფარიძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42