უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე ამბობს, რომ პრეზიდენტმა რიგგარეშე სხდომის დანიშვნით „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესების მხარდაჭერა გამოხატა. უმრავლესობის დეპუტატს მიაჩნია, რომ ნაციონალებს რიგგარეშე სხდომის ჩატარებით, ეკონომიკური თემებით მანიპულირება და ტემპერატურის აწევა სურთ.
ამის შესახებ ფოფხაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„პრეზიდენტმა ნებსით თუ უნებლიედ, "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკურ და პარტიულ ინტერესებს გაუწია ანგარიში. ეკონომიკური თემებით მანიპულირება არასწორია. ეს დებატები ემსახურება არა პრობლემის გადაჭრას, არამედ "ნაციონალური მოძრაობის" მიერ 21 მარტისთვის დანიშნული აქციის წინ პოლიტიკური ტემპერატურის აწევას", - აცხადებს გედევან ფოფხაძე.
პარლამენტში რიგგარეშე სხდომის მოწვევასთან დაკავშირბით პრეზიდენტმა გადაწყვეტილება გუშინ მიიღო.
მასალის გამოყენების პირობები






