საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან დაგეგმილი შეხვედრა მხარეების ურთიერთშეთანხმებით გადაიდო. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
"დღეს, საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსა და საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის ფრაქციების ხელმძღვანელებს შორის დაგეგმილი შეხვედრა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს პრობლემებთან დაკავშირებით მხარეების ურთიერთშეთანხმებით გადაიდო", - ნათქვამია განცხადებაში.
„ნიუპოსტთან“ საუბარში ფრაქცია „მრეწველების“ ლიდერმა განმარტა, რომ შეხვედრის გადადების მოტივი რიგგარეშე სხდომასთან დაკავშირებით პრეზიდენტის გადაწყვეტილებაა.
„უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ წავალთ შეხვედრაზე. შეხვედრა სავარაუდოდ, ერთი თვით გადაიდება. ჩვენ პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომაზე ვთხოვეთ, რომ არ დაენიშნა, თუმცა სხდომა დანიშნა და ამ მოტივით შევიკავეთ თავი“, - განაცხადა თოფაძემ.
შეგახსენებთ, დღეს უმრავლესობა გიორგი მარგველაშვილს უნდა შეხვედროდა. შეხვედრის თემა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება უნდა ყოფილიყო.
მასალის გამოყენების პირობები






