„ალიასთან“ საუბარში უმრავლესობის წევრი, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა, აცხადებს, რომ არმაზ ახვლედიანზე მთელი უმრავლესობაა გაღიზიანებული:
„ეგ ვინ გვიგდია, რომ ჩვენ, დეპუტატებს, სანქციებით გვემუქრება?! ჩვენ კონსტიტუციით მინიჭებული უფლებები გვაქვს და როგორ ბედავს დეპუტატების წინააღმდეგ მუქარას? ჰკითხეთ ერთი, ეს განცხადება რომ გააკეთა, მთვრალი ხომ არ იყო?! როცა სვამს, აპათოლოგებს და მერე ეწყება „ბელაია გარიაჩკა“, ეგ ბიჭი ერთ ადგილს ათამაშებს დიდი ხანია და მიიღებს. იცით, რეალურად რა მოხდა? პოლიტსაბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, ფრაქცია „ქართულ ოცნებას“ განეხილა ეს საკითხი და მიეღო გადაწყვეტილება, ახვლედიანი კი თავისი ინიციატივით გამოვიდა, თითები გვიქნია, პოლიტსაბჭოზე გადავწყვიტეთ საკითხი და არ გაბედოთ წინააღმდეგ წასვლაო. ჩვენ ფრაქციაში ვიმსჯელებთ, ახვლედიანის შესახებ და სანქციებს აქეთ დავუწესებთ მაგას. თუ ვერ გაიგო პოლიტსაბჭოზე რა ითქვა, ეს ჩვენი პრობლემა არ არის. აქვე გეტყვით, რომ ნინო გვენეტაძის კანდიდატურა არ ჩავარდება და არც ვაპირებთ მისი კანდიდატურის ჩაგდებას, თუმცა, ცხადია უკეთესი იქნებოდა, ნინო გვენეტაძის ნაცვლად ზაქარია ქუცნაშვილის კანდიდატურა წარედგინათ, მაგრამ გიმეორებთ, ჩვენ არ ვაპირებთ, ჩავაგდოთ ნინო გვენეტაძის კანდიდატურა, გვენეტაძემ სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ თავდაუზიოგავად იბრძოლოა და სიმართლისთვის მებრძოლ ქალბატონს, უმრავლესობაში პატივს სცემენ. დამიჯერეთ, ახვლედიანმა კარგად იცის, რომ გვენეტაძეს მხარს დავუჭერთ და ეს ვითომ მკაცრი განცხადება იმიტომ გააკეთა, რომ ვიღაცეებმა იფიქრონ, ნახეთ ახვლედიანს რა დისციპლინა აქვს პარტიაშიო, არადა ვიღაცეებმა ფრაქციაში ისიც იფიქრეს, არმაზ ახვლედიანი ივანიშვილის ან ღარიბაშილის განცხადებას ხომ არ ახმოვანებსო, მაგრამ დამიჯერეთ, ეს ახვლედიანმა საკუთარი ინიციატივით გააკეთა. ახვლედიანს, რომელიც „ნაციონალი“ აქტივისტების მეგობარია, არ მესმის საერთოდ რა უნდა ივანიშვილთან და ამის დროც მალე დადგება.“- აცხადებს უმრავლესობის წევრი.
წყარო „ალია“
მასალის გამოყენების პირობები






