„საერთაშორისო გამჭვირვალობა" საჯარო სამსახურში ნეპოტიზმის კრიმინალიზების ინიციატივით გამოდის
პოლიტიკა - 11:59, 10 Mar, 2015     1098

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ საჯარო სამსახურში ნეპოტიზმის კრიმინალიზების ინიციატივით გამოდის.

ამის შესახებ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ დიდი ხანია სწავლობს საჯარო სამსახურში თანამშრომელთა აყვანა-გათავისუფლების საკითხებს და იცავს უფლებაშელახულ საჯარო მოხელეებს. როგორც ჩვენი ორგანიზაციის მიერ საკითხის კვლევამ უჩვენა, საჯარო სამსახურში საკადრო პოლიტიკა ხშირად გამჭვირვალობის პრინციპების დარღვევით წარიმართება. დიდწილად, ამას სამართლებრივი ხვრელები და არასათანადო რეგულირება უწყობს ხელს, რაც, თავის მხრივ, ნეპოტიზმს და პატრონაჟს ახალისებს. სწორედ ამიტომ ჩვენი ორგანიზაცია გამოდის საჯარო სამსახურში ნეპოტიზმის კრიმინალიზების წინადადებით.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ მოამზადა სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების კანონპროექტი, რომელსაც დაემატება „მუხლი 3321- საჯარო სამსახურში კონკურსის წესის დარღვევა. მუხლი გულისხმობს იმ პირთა დასჯას, რომლებმაც კონკრეტული პირისთვის საჯარო სამსახურში მიღებისას უპირატესობის მინიჭების მიზნით, განზრახ დაარღვია კონკურსის წესები ან ამ პირს შერჩევის კრიტერიუმი განზრახ მოარგო (მათ შორის არაგონივრული საკონკურსო მოთხოვნების ან შეფასების კრიტერიუმების დადგენით ან/და კონკურსის ჩაშლით სხვა კანდიდატებისთვის ხელის შესაშლელად) დაისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე და თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. იმ შემთხვევაში თუ იგივე ქმედება მრავალჯერ ჩაიდინა საჯარო მოხელემ ან სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირმა, ის დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე და თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

კანონპროექტი ასევე ახდენს იმ პირის მიერ საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების კრიმინალიზაციას, რომლის სასარგებლოდაც დაირღვა კონკურსის პირობები, თუ მან ამის შესახებ იცოდა. თუმცა, თუ პირი ამ დანაშაულის შესახებ ნებაყოფლობით მიაწვდის ინფორმაციას საგამოძიებო ორგანოებს და ითანამშრომლებს მათთან, კანონპროექტის მიხედვით, ის გათავისუფლდება პასუხიმგებლობისაგან. მიგვაჩნია, რომ ასეთი მოწესრიგება კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ნეპოტიზმთან დანაშაულის გახსნას“, - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42