თბილისის მერი დავით ნარმანია ფუჭს და უშედეგოს უწოდებს საკრებულოს დეპუტატების მიერ მის დაბარებასთან დაკავშირებით ხელმოწერების შეგროვებას.
ნარმანიას თქმით, ის აპრილის პირველ კვირას საკრებულოში მისვლას ისედაც აპირებს.
„საკრებულოს წევრების წამოწყება იმასთან დაკავშირებით, რომ მოაგროვონ ხელმოწერები და დამიბარონ საკრებულოში, ფუჭია და უშედეგო. მათ დაძახილზე საკრებულოში მისვლას არ ვაპირებ. ეს არსი ჩემი პრინციპული მოსაზრება, თუმცა ვინაიდან თვითმმართველობის კოდექსი ითვალისწინებს საკრებულოში მერის მიერ წელიწადში ერთხელ ანგარიშის გაკეთებას, მე მზად ვარ აპრილის პირველ კვირას წარვსდგე საკრებულოში“, - განაცხადა ნარმანიამ.
ცნობილია, საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი რიიგარეშე სხდომის ჩანიშვნისა და მასზე დავით ნარმანიას მისვლასთან დაკავშირებით ხელნაწერების შეგროვებას წყვეტს.
ამის მიზანი კი საკრებულოში მისვლასთან დაკავშირებით დავით ნარმანის გადაწყვეტილებაა.
მასალის გამოყენების პირობები






