არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება
პოლიტიკა - 10:17, 10 Mar, 2015     1704
არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიები საპროტესტო აქციების გამართვაზე მორატორიუმს აცხადებენ და ხელისუფლებას კონსტრუქციული დიალოგის გამართვისკენ მოუწოდებენ. ამასთან დაკავშირებით კუკავა-ჯოჯუა-ღლონტის პარტიებმა ერთობლივი განცხადებას გაავრცელეს :

"მას შემდეგ რაც რეალურმა ოპოზიციურმა ძალებმა დავიწყეთ საპროტესტო აქციები, ხელისუფლებამ და მისმა სატელიტებმა დაიწყო სხვადასხვა ტიპის პროვოკაციების დაგეგმვა ჩვენს წინააღმდეგ. პარალელურად, 21 მარტს დაინიშნა ფსევდო-ოპოზიციის მიტინგი რუსთაველის გამზირზე. „ოცნება“ და „ნაციონალები“ ისევ ცდილობენ ქვეყანას თავზე მოახვიონ თავიანთი პოლიტიკური დაპირისპირება, როგორც ერთადერთი საკითხი ქვეყნის პოლიტიკურ დღის წესრიგში, ხოლო მთელ დანარჩენ საზოგადოებას და მის მოთხოვნებს იგნორირება გაუკეთონ.

შექმნილ ვითრებაში 21 მარტამდე ვაცხადებთ მორატორიუმს საპროტესტო აქციების გამართვაზე და ხელისუფლებას ვთავაზობთ გამართოს კონსტრუქციული დიალოგი რეალურ ოპოზიციასთან შემდეგ საკითხებზე:

პარლამენტის თავმჯდომარემ:

1. „ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულებრივი რეჟიმის შეფასება, კანონი ლუსტრაციის შესახებ;

2. სასოფლო მიწების პრივატიზების შესახებ კანონპროექტი;

იუსტიციის მინისტრმა და მთავარმა პროკურორმა:

3. 7 ნოემბრის და 26 მაისის დარბევების გამოძიება, აგრეთვე ადამიანების ლიკვიდაციის, წამების, 2008 წლის 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების გამოძიება;

4. ყოფილი უკანონო პატიმრების სისხლის სამართლის საქმეების გადახედვა;

ეკონომიკის და ფინანსთა მინისტრებმა:

5. ეკონომიკური კრიზისის დაძლევის პროგრამა;

ჯანდაცვის და ენერგეტიკის მინისტრებმა:

6. საწვავზე და მედიკამენტებზე მონოპოლიური ტარიფები (კარტელური გარიგებების შეზღუდვა);"


ქვეყნის რეალურმა მმართველმა - ბიძინა ივანიშვილმა:

1. „ოცნების“ საარჩევნო დაპირებების შესრულება: სოფლის მეურნეობაში და გადამამუშავებელ წარმოებაში ინვესტიცია (1.000.000.000 აშშ დოლარი);

2. იპოთეკით დაზარალებულებისა და ე.წ. ბინათმოსარგებლეების გამოსახლებაზე მორატორიუმის დაწესება, რესტრუქტურიზაციის დაბალპროცენტიანი და გრძელვადიანი სესხები;

თუ ხელისუფლება უარს იტყვის რეალურ ოპოზიციასთან დიალოგზე, 22 მარტიდან ჩვენ განვაახლებთ მწვავე საპროტესტო აქციებს.

კუკავა კახა

ღლონტი ირაკლი

ჯოჯუა გოჩა





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42