თბილისში დღეს საქართველო-უკრაინა-მოლდოვას სამმხრივი შეხვედრა გაიმართება
პოლიტიკა - 09:22, 11 Mar, 2015     1490

დღეს ქართული მხარის ინიციატივით თბილისში გაიმართება ევროკავშირთან ასოცირებული სამი პარტნიორი ქვეყნის, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეების სამმხრივი შეხვედრა, რომლის მიზანია ასოცირების დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხების განხილვა.

შეხვედრის დროს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა იმ მოლოდინებს, რომლებიც უკავშირდება მიმდინარე წლის მაისში რიგაში დაგეგმილ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტს და ევროკავშირთან შემდგომი ინტეგრაციის კუთხით ასოცირებული პარტნიორების მიერ საერთო პოზიციების შეჯერებას.

სამმხრივი შეხვედრის ფარგლებში საქართველოს ვიზიტით ეწვევიან უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ოლენა ზერკალი და მოლდოვას რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, იულიან გროზა, რომლებსაც თბილისში მათი ქართველი კოლეგა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე უმასპინძლებს. გაიმართება შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრთან, თამარ ბერუჩაშვილთან.

დაგეგმილი ვიზიტის დროს ასევე გათვალისწინებულია უკრაინასა და მოლდოვასთან პოლიტიკური კონსულტაციების გამართვა, რომლებიც ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრს მოიცავს და აქტუალური საკითხების განხილვის საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს.

დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში უკრაინელი და მოლდოველი სტუმრები ასევე გაეცნობიან საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42