ჩეხეთის ადგილობრივი პრესის ცნობით ენერგო გამანაწილებელი კომპანია, რომელიც ერთ–ერთი მსხვილი მოთამაშეა ჩეხურ ბაზარზე, შესაძლოა 60 მილიონი დოლარით დაზარალდეს. სწორედ ამ თანხას ედავება ქართული მხარე კომპანიას.
ჩეხეთის ადგილობრივ პრესასთან ჩეხეთის საგრეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ სახელმწიფო რესურსებს საფთხე ემუქრება. ლუბიმირ ზაორალეკის თქმით საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების რატიფიცერების დაბლოკვაც სწორედ ამის გამო მოხდა. ევროკავშირთან საქართველოს რატიფიცირების საკითი ჩეხეთის პარალმენტში უკევ 6 თვეა ამ მიზეზით ჭიანურდება.
გავრცელებული ინფორმაციით სახელმწიფომ ამ თანხის 70 %-ზე უარი თქვა და ახლა დარჩენილ თანხაზე მიმდინარეობს მოლაპარაკება, რომლის დასრულებასაც ელობა ჩეხეთის პარლამენტი.
კონკრეტულად რა მიზეზით ითხოვს თანხას საქართველოს ხელისუფლება "ენერგო-პროსაგან" ამის შესახებ თბილისში არ საუბრობენ. კომენტარს არც ენერგეტიკის სამინისტროსა და არც "ენერგო-პროში" აკეთებენ.
„კურიერთან“ ჩეხეთის სენატის წევრი, ევროპარლამენტარი იარომირ შტეტინა ამ თემას უსარგებლო ორმხრივ სროლას ადარებს.
„რაც ხდება უსარგებლო ორმხრივი სროლის ხასიათს ტარებს. ვიცით რომ "ენერგო-პრო" სოლიდური კომპანიაა, ამიტომ გაუგებარია ჩემთვის მის წინაღმდეგ რეპრესიული ნაბიჯები, მეორეს მხრივ ასოცირების შეთანხმების ბედს საფრთხეში ვერ ჩავაგდებთ ერთი კონკრეტული სავაჭრო შემთხვევის გამო. სწორედ ეს რისკი აირიდა ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. ჩეხეთის პარლამენტში ეს საკითხი შეიძლება საერთოდ მოიხსნას დღის წესრიგიდან,“ აცხადებს იარომირ შტეტინა.
საქართველოს საკითხის განხილვა ხვალ უნდა დაწყებულიყო, თუმცა დეპუტატებმა რატიფიცირების პროცესი 1-ლი აპრილისთვის გადადეს.
წყარო: http://rustavi2.com/
მასალის გამოყენების პირობები






