პარლამენტის თავმჯდომარე თავს იკავებს დაკონკრეტებისგან შეიკრიბება თუ არა პარლამენტი რიგგარეშე სხდომის ფორმატში.
თუმცა დავით უსუფაშვილი აქვე აღნიშნავს, რომ ეკონომიკური გუნდის მინისტრებს მიმდინარე კვირას საკომიტეტო ფორმატში მოუსმენენ.
მისი თქმით, დეპუტატები დარგობრივი მინისტრებისგან გაწეული მუშაობის ანგარიშს და მთავრობის გეგმას მოისმენენ.
„ოპოზიციის როლია, რომ მან ამა თუ იმ საკითხზე ოპონირება გასწიოს, ხელისუფლებამ კი საქმე უნდა აკეთოს. კომიტეტის სხდომაზე დასწრება ღიაა და დასწრება ყველას შეუძლია. პარლამენტი და მთავრობა უფრო აქტიურად უნდა იყოს ჩართული, რომ მოსახლეობას განვუმარტოთ, რა ხდება. ნომერი პირველი საფრთხე, რომელიც ეკონომიკას აქვს, ეს არის - ჭორაობა, მითქმა-მოთქმა, არასტაბილურობის განცდა და აპოკალიფსური სურათების დახატვა“, - განაცხადა უსუფაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






