თბილისის მერია ველოსიპედის ძეგლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს
პოლიტიკა - 18:24, 09 Mar, 2015     1477
თბილისის მერია არ ადასტურებს ვარდების მოედნიდან ველოსიპედის ძეგლის სხვა ტერიტორიაზე გადატანის შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას და აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

„დღეს მედიასაშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, თითქოსდა თბილისის მერთან მრჩეველთა საბჭო შეიქმნა. ასევე, გამოქვეყნდა ინტერვიუ აღნიშნული საბჭოს თავმჯდომარესთან, რომელიც ინტერვიუში გარკვეული პროექტებისა და ინიციატივების შესახებ საუბრობს. მათ შორის, საუბარია იმაზეც, რომ მერია უახლოეს დღეებში ვარდების მოედნიდან ველოსიპედის ძეგლის სხვა ტერიტორიაზე გადატანას გეგმავს.

გვინდა განვაცხადოთ, რომ თბილისის მერიაში მერთან არსებული მრჩეველთა საბჭო არ შექმნილა. წინადადება ამგვარი საბჭოს ჩამოყალიბების შესახებ საინიციატივო ჯგუფისგან მოდიოდა, თუმცა, დედაქალაქის მერს მისი შექმნის შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, არც იმ ინიციატივებზეა გადაწყვეტილება მიღებული, რომელიც აღნიშნულმა ჯგუფმა მერთან შეხვედრისას დააყენა, მათ შორის, არც ველოსიპედის გადატანის იდეის შესახებ.“- აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ , აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით დღეს ინფორმაცია გაზეთმა " რეზონანსმა" გავრცელა,

მერიის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის, მწერალ რევაზ მიშველაძის განცხადებით, უახლოეს დღეებში დედაქალაქის მერიაში სხდომა გაიმართება, სადაც საბჭოს წევრები მერის წინაშე ყველა იმ პრობლემურ საკითხს დააყენებენ, რომლის გადაწყვეტაც უახლოესი მომავლის საქმეა.
„დღე-დღეზე ველოდები მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე მიღებული ორი საშური გადაწყვეტილების შესრულებას . პირველი ეს გახლავთ „ვარდების მოედნიდან“ ყბადაღებული ველოსიპედის ძეგლის აღებას და მწერალთა კავშირისთვის „მწერალთა სასახლეში“ ორი ოთახის გამოყოფას, რასაც მხარს უჭერს საქართველოს მთავრობა, კულტურის სამინისტრო. როგორც ჩანს , საბოლოოდ მაინც ამ საქმეს თბილისის მერმა უნდა შეაბას ეჟვანი.“- აცხადებს რევაზ მიშველაძე.



ნინო ზედგენიძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42