„მოღალატე ვინ არის ხალხმა განსაზღვროს. ჩემი ქვეყნისთვის კარგის მეტი არაფერი გამიკეთებია- 37 წელია, მთაში ჩემი ქვეყნის დროშით დავდივარ. ეგენი კი რუსეთში გაიქცნენ. მოღალატე ვინ არის- ვინც რუსეთში გაიქცა, პუტინს ხვდებოდა... ბურჯანაძე კი არა, კუკავაც ნამყოფია, ზვიად ძიძიგური და კობა დავითაშვილიც. ვინც დაგვბომბა, იმასთან დაძვრებოდნენ ეგენი ფულები ჩამოჰქონდათ და მე როგორ ვიყავი მოღალატე, მაინტერესებს?!... შეთანხმებული ვიყავით, რომ გაერთიანებულ ოპოზიციაში სეპარატისტული მოლაპარაკებები არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ ეს შეთანხმებაც დაირღვა. ახლა პირდაპირ ვხედავ, ყველაფერი ეს საიდან მოდიოდა. პირდაპირ რუსული გეგმა იყო... იყო შემოთავაზება, მოდი შენი მანქანა დავცხრილოთო. რადგან ამ დროს მიტინგებზე ძალიან ცოტა ხალხი მოდიოდა... სააკაშვილმა მითხრა, როცა თქვენ მიტინგებზე დადიოდით, ორი-სამი კაცის გარდა, ყველა ჩემთან დადიოდა, აი, აქო და ხელი შავნაბადას რეზიდენციისკენ გაიშვირა...“- აცხადებს გია თორთლაძე.
თორთლაძის განცხადებით 2008 წლის ომი რუსეთის მხრიდან ხელისუფლების შეცვლის მიზნით იქნა წამოწყებული:
„ომი ხელისუფლების შეცვლას ემსახურებოდა... როცა ტყვეების გაცვლაში, როგორც ოპოზიციონერი დეპუტატი, ვმონაწილეობდი, კარალეთში გენერლებს-ბორისოვსა და ლენცოვს შევხვდით. პირდაპირ იკითხეს: „კაკოი რეიტინგ უ ნინი ანზოროვნი?“ ვპასუხობდით, რა ნინა ანზოროვნა, რის რეიტინგი, ტყვეებზე ვილაპარაკოთო. მოკლედ, რადგან ოპოზიციონერი ვიყავი აინტერესებდათ, რას ვიტყოდით...“- აღნიშნავს თორთლაძე.
გია თორთლაძის განცხადებით ის პოლიტიკაში დაბრუნებას აპირებს, მაგრამ თარიღი ჯერ დაზუსტებული არ აქვს "არ ვიცი როდის- 2016-ში ან უფრო გვიან"- აცხადებს თორთლაძე.
წყარო „ვერსია“
მასალის გამოყენების პირობები






