„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ალექსი პეტრიაშვილი მიიჩნევს, რომ მთავრობის ეკონომიკური გუნდი პარლამენტში უნდა მივიდეს და დეპუტატების შეკითხვებს უპასუხოს.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია მინისტრებთან ერთად მდგომარეობიდან გამოსვლის გეგმა წარმოადგინოს ეროვნული ბანკის პეზიდენტმაც.
„გვაქვს კომუნიკაცია ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან და ვფიქრობთ, რომ ამ კრიზისის გადასაწყვეტად და გზების ერთობლივად განსახილველად უმნიშვნელოვანესია ყველას ჩართულობა და ბოლო-ბოლო უნდა იკადრონ და მოვიდნენ მთავრობის წარმომადგენლები. მნიშვნელოვანია იყოს როგორც ეკონომიკური გუნდი, ისე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და მოვისმინოთ მათი ხედვები და პოზიციები ამ თემასთან დაკავშირებით. არავის არაფერს არ დაუშავებენ იმ პარლამენტში, ნუ შეეშინდება ნურავის“, - განაცხადა პეტრიაშვილმა.
ნინო დათაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






