უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ჯემალ ფუტკარაძე საბჭოს თავმჯდომარეს ავთანდილ ბერიძეს ზეწოლაში ადანაშაულებს და გადადგომისკენ მოუწოდებს.
მისი თქმით, ამის გარდა ბერიძე თავის მოვალეობებს ვერ ასრულებს.
„მან ვერ შეინარჩუნა უმრავლესობა უმაღლეს საბჭოში და ვიცე-სპიკერისა და საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის ვაკანსიები ვერ შეავსო. მან ვერ გამოავლინა მენეჯერული თვისებები. ამის ნათელი მაგალითია დღევანდელი სესია, რომელიც ჩაიშალა. ეს ყველაფერი კი ბერიძის თანამდებობიდან გადაყენების საბაბია. მოვუწოდებ ბატონ ავთანდილს, მიიღოს გადაწყვეტილება, რამეთუ პროცესი დაწყებულია და ამას უკვე ვეღარაფერი შეაჩერებს," - განაცხადა ჯემალ ფუტკარაძემ.
შეგახსებენთ, აჭარის უმაღლეს საბჭოში დღეს რიგგარეშე სხდომა იყო ჩანიშნული, რაც ქვორუმის არარსებობის გამო ვერ შედგა. სხდომაზე რიგგარეშე სესია ვიცე-სპიკერის არჩევისა და კვოტების გადანაწილების საკითხი უნდა განხილულიყო.
დეპუტატმა ასევე მთავრობის თავმჯდომარის არჩილ ხაბაძისა და უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის რამაზ ბოლქვაძის გადადგომაც მოითხოვა.
ნინი კაციტაძე
მასალის გამოყენების პირობები






