სართანიას თქმით, მიმდინარეობდა მოლაპარაკებები იმის თაობაზე, რომ 21 მარტს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილი აქცის, კონტრ-აქცია გამართულიყო, რის შესახებაც მოხდა ინფორმაციის გაჟონვა და სწორედ ეს გახდა მასზე განხორციელებული თავდასხმის მიზეზი.
გიზო სართანიამ ზუგდიდის მერს ჩანერგილი ადამიანებისგან სახელისუფლებო სტრუქტურების გაწმენდა მოსთხოვა.
„ნიუპოსტის“ ადგილობრივი კორესპონდენტი ზუგდიდის მერიის “კეთილმოწყობის ცენტრის” უფროსს მამუკა ციმინტიასაც დაუკავშირდა. ციმინტიას თქმით, გიზო სართანია ყოველთვის გამოირჩეოდა სხვადასხვა აქციებზე შეუფერებელი ქმედებებით. ციმინტია აცხადებს, რომ გიზო სართანია თვითონ არის ნაციონალური მოძრაობის მიერ ჩანერგილი და მისი ყველა ქმედება ქართული ოცნების დისკრედიტაციისკენ იყო მიმართული და იგი მუდმივად ცდილობს განხეთქილების შეტანას ზუგდიდის რაიონის გამგეობაში.
გიზო სართანიას ცემის ფაქტზე საქმე სისხლის სამართლის 125- ე მუხლით აღიძრა.
მასალის გამოყენების პირობები






