გაზეთ „რეზონანსთან“ ინტერვიუში რევაზ მიშველაძე დედაქალაქში არსებული პანთეონების საკითხსაც შეეხო და განაცხადა, რომ მთაწმინდის და დიდუბის პანთეონების დაკეტვა არ იგეგმება და საჭიროების შემთხვევაში მათი გაფათოება მოხდება, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას კი სპეციალური კომისია მიიღებს.
მიშველაძის თქმით, ის უახლოეს მომავალში მერიის მხრიდან მრჩველთა საბჭოს მიერ უკვე მიღებული გადაწყვეტილებების შესრულებას ელოდება:
„დღე-დღეზე ველოდები მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე მიღებული ორი საშური გადაწყვეტილების შესრულებას . პირველი ეს გახლავთ „ვარდების მოედნიდან“ ყბადაღებული ველოსიპედის ძეგლის აღებას და მწერალთა კავშირისთვის „მწერალთა სასახლეში“ ორი ოთახის გამოყოფას, რასაც მხარს უჭერს საქართველოს მთავრობა, კულტურის სამინისტრო. როგორც ჩანს , საბოლოოდ მაინც ამ საქმეს თბილისის მერმა უნდა შეაბას ეჟვანი.“- აცხადებს რევაზ მიშველაძე.
წყარო "რეზონანსი"
მასალის გამოყენების პირობები






