„ასეთი სახით საჯაროდ დისკუსიების გამართვა და კონფლიქტი ავნებს როგორც ჩვენი პარტიის, ასევე კოალიციის ინტერესებს. ამ თემის მაღალი მგრძნობიარობის გათვალისწინებით მივიჩნევ, რომ ემოციების გამოხატვა საჯაროდ არ არის აუცილებელი. ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით ფრაქციაზე რამდენიმეჯერ ვისაუბრებთ, მათ შორის უმრავლესობის ფორმატში და ჩამოვაყალიბებთ ერთიან პოზიციას. საბოლოო გადაწყვეტილებას პარლამენტი იღებს . ამ საკითხზე გადაწყვეტილებას მივიღებთ იმ დღეს, როცა ეს კენჭისყრაზე დადგება“ - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
შგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ ერთერთმა ლიდერმა არმაზ ახვლედიანმა ნინო გვენეტაძის კანდიდატურასთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვინც გვენეტაძეს მხარს არ დაუჭერს მის წინააღმდეგ სანქციები გავრცელდება, რასაც ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე გამოეხმაურა და ახვლედიანს ბოდიშის მოხდა მოსთხოვა.
ლაშა ჯაფარიძე
მასალის გამოყენების პირობები






