„მტკიცე მხარდაჭერის“ სამშვიდობო მისიაში მონაწილე ასეულის გაცილების ცერემონიალი გაიმართა
პოლიტიკა - 15:32, 09 Mar, 2015     596

ვაზიანში, IV მექანიზირებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე, ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში „მტკიცე მხარდაჭერის“ სამშვიდობო მისიაში მონაწილე ასეულის გაცილების ცერემონიალი გაიმართა.

ღონისძიება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა, რომელიც ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელმა ორკესტრმა შეასრულა. III ქვეითი ბრიგადის 31-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის ნაკრები ასეულის პირადმა შემადგენლობამ და მოწვეულმა სტუმრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის და საერთაშორისო მისიებში დაღუპულ ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართა და გლობალურ უსაფრთხოებაში საქართველოს მიერ შეტანილ წვლილზე გაამახვილა ყურადღება:

„მიმდინარეობს „დღეს 31-ე ბატალიონის ასეულს ვაცილებთ, რომელიც ჩვენს კონტინგენტს შეუერთდება. ეს პროცესი გაგრძელდება, სანამ 53-ე ბატალიონი სამშობლოში სრულად არ დაბრუნდება. მინდა აღვნიშნო, ამ ასეულის და ზოგადად, 31-ე ბატალიონის მომზადების პროცესი, რომელიც ქვედანაყოფმა საქართველოსა და გერმანიაში გაიარა. ნატოს სამხედრო ინსტრუქტორებისგან და ხელმძღვანელობისგან გვაქვს შეფასება, რომ ეს ბატალიონი საუკეთესოს და ავღანეთში მისიის შესასრულებლად მზად არის. მინდა სიამაყით აღვნიშნო, რომ ჩვენი სამხედროები ძალიან მაღალ პროფესიონალურ დონეზე ასრულებენ მათზე დაკისრებულ მოვალეობას, რაც ჩვენი სამხედროების დამოკიდებულებაზე მეტყყველებს როგორც სამხედრო სამსახურის, ასევე შესასრულებელი მისიის მიმართ“.

31-ე ბატალიონის ნაკრებ ასეულს სამშვიდობო მისიის წარმატებით შესრულება და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება უსურვა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.

გაცილების ცერემონიალის დასასრულს პირადი შემადგენლობა შეიარაღებული ძალების მთავარმა კაპელანმა, მამა დავითმა დალოცა.

ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე გოჩა რატიანი და შეიარაღებული ძალების ხელმძრვანელი პირები დაესრწნენ.

საქართველოს პარლამენტის 2014 წლის 26 დეკემბრის დადგენილების საფუძველზე, 31-ე ქვეითი ბატალიონის ნაკრები ასეული 6 თვის ვადით ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში სამშვიდობო მისიაში მიიღებს მონაწილეობას. ქართველი სამხედროების მთავარი ამოცანა ქაბულში მდებარე „მტკიცე მხარდაჭერის“ ოპერაციის შტაბის უსაფრთხოების უზრუნველყოფა იქნება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42