უმრავლესობის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე ნინო გვენეტაძესთან დაკავშირებით არმაზ ახვლედიანის განცხადებას უპასუხისმგებლოს უწოდებს.
მისი თქმით, უმრავლესობამ ამ თემაზე პარლამენტის თავმჯდომარესთანაც იმსჯელა.
როგორც კავაჭანტირაძე ამბობს, ყველა თანხმდება, რომ ახვლედიანის განცხადება უადგილო იყო.
"ეს იყო არაადეკვატური განცხადება. არმაზ ახვლედიანი საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებს გასცდა", - განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.
არმაზ ახვლედიანს მის მიერ გაკეთებული განცხადების გამო ბოდიშის მოხდა სთხოვეს უმრავლესობის წევრბმა ზაქარია ქუცნაშვილმა და დიმიტრი ხუნდაძემ.
შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა არმაზ ახვლედიანმა განაცხადა, რომ თუ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატთან დაკავშირებით პოლიტსაბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას დეპუტატები არ დაემორჩილებიან, მათ წინააღმდეგ სანქციები დაწესდება.
მასალის გამოყენების პირობები






