ბერუჩაშვილის თქმით, რუსეთის მიერ საოკუპაციო რეჟიმებთან ხელშეკრულების გაფორმება წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიების ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯს.
"ეუთო-ს ყველა მექანიზმის გამოყენებას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს ჩვენთვის. შეხვედრაზე საუბარი შეეხო რუსეთს მიერ დეფაქტო ხელისუფლებებთან გაფორმებულ ე.წ. ხელშეკრულებას, მე კიდვე ერთხელ აღვნიშნე, რომ რუსეთის ეს ქმედება სრულად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებს და პრინციპებს. საქართველოს ოკუპირებული რეგიონები არ წარმოადგენენ საერთაშორისო სამართლის სუბიექტებს. ამიტომ, მათთან გაფორმებული ნებისმიერი ხელშეკრულება არის საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა. ეს მიდგომა გაზიარებულია ჩვენი პარტნიორების მხრიდან.
მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, მათ შორის ეუთო-ს, მიეცეს რუსეთის დესტრუქციულ ქმედებებს შესაბამისი სამართლებრივი და პოლიტიკური შეფასება,“- განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა.
ლაშა ჯაფარიძე
მასალის გამოყენების პირობები






