„პოზიცია“ გიორგი ქადაგიძეს საბოტაჟში ადანაშაულებს და მასალებს ასაჯაროებს
პოლიტიკა - 14:23, 09 Mar, 2015     1873

არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიცია“ სკანდალურ მასალებს ასაჯაროებს. ორგანიზაციის დამფუძნებლის გურამ ადამაშვილის თქმით, დოკუმენტი ლარის გაუფასურებაში საქართველოს ეროვნული ბანკის ბრალეულობას ადასტურებს.

„პოზიციაში“ მიაჩნიათ, რომ ლარის კურსის რყევა შორს გამიზნული და კარგად დაგეგმილი პოლიტიკური პროვოკაციის ნაწილია. არასამთავრობო ორგანიზაციაში დოკუმენტების საფუძველზე უჩნდებათ ეჭვი, რომ ეროვნული ბანკი საზოგადოებაში პანიკას ხელოვნურად თესავს.

„სამწუხაროდ, დღეს საქართველოში ლარის კურთან დაკავშირებით საკმაოდ რთული ვითარებაა, რომელიც ჯერ კიდევ 2014 წლის ნოემბრიდან დაიწყო. ეს პრობლემა, პირველ რიგში, დიდ ზიანს აყენებს როგორც სოციალურად დაუცველ, ისე დაბალ და საშუალო ფენებს. არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიციამ“ მოიძია საზოგადოებისათვის ჯერ კიდევ უცნობი, საინტერესო დოკუმენტები, რომლებიც საქართველოს ეროვნული ბანკის ბრალეულობას ადასტურებს და მიგვაჩნია, რომ ეს არის შორს გამიზნული და კარგად დაგეგმილი პოლიტიკური პროვოკაციის ნაწილი. ეროვნულ ბანკს სარეზერვო თანხა საკმარისზე მეტი ჰქონდა – 3 მლრდ დოლარი, საიდანაც მან მხოლოდ 200 მლნ დახარჯა. 200 მლნ დოლარიდან 120 მლნ დოლარი მხოლოდ მაშინ დახარჯა, როცა ქვეყანაში უკვე პანიკა იყო დათესილი. მაგალითისთვის შემიძლია შევადარო 2009 და 2014 წლები. 2009 წელს, როდესაც ლარის კურსი სტაბილური იყო, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ბაზარს მიაწოდა 112 მლნ დოლარი, რითაც პრაქტიკულად ეჭირა კურსი. ხოლო 2014 წელს, როდესაც კურსის მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა, მან მხოლოდ 100 მლნ დოლარი დახარჯა. პირველი დოკუმენტი 2009 წლის ეროვნული ბანკის მიერ გახარჯული თანხების პერიოდების მონაცემებს ასახავს და ღრმა ცოდნის გარეშეც ჩანს, თუ როგორ დაბალანსებულად მართავდა ქადაგიძე ლარის კურსის სტაბილურობას. მეორე დოკუმენტიდან, რომელიც 2014 წლის ეროვნული ბანკის მიერ გახარჯული თანხების პერიოდების მონაცემებს ასახავს, ნათლად ჩანს, თუ როგორ არ ერევა შეგნებულად შეინარჩუნოს ლარის კურსის სტაბილურობა.

დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ თუ 2009 წელს ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე 53-ჯერ ჩაერია და ამით შეინარჩუნა სტაბილურობა, 20014 წელს მისი ჩარევა დაფიქსირდა მხოლოდ 18-ჯერ. მისი მიზანმიმართული ქმედება ასევე აისახება რეფინანსირებულ სესხებზეც. თუ 2013 წლამდე მაქსიმალური სესხი იყო 300 მლნ ლარი, 2014 წელს ეროვნულმა ბანკმა, როდესაც ლარის კურსი ეცემოდა, ისტორიულ მაქსიმუმამდე – 700 მლნ ლარამდე გაზარდა. ქადაგიძე 2006-2007 წლებში მუშაობდა საქართველოს პროკურატურაში საფინანსო განყოფილების უფროსად. აღსანიშნავია, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის დროს, მან საკმაოდ სერიოზული პრობლემები შეუქმნა „სტანდარტ ბანკს“, „სახალხო ბანკს“, „ბანკი ქართუს“.

ქადაგიძემ, ფაქტობრივად ეროვნული ბანკი დაუკავშირა „ნაციონალური მოძრაობის“ დროს არსებულ პროკურატურას, რადგან ჯერ კიდევ 2012 წლის 10 აპრილს, როდესაც მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტი იყო, ორგანულ კანონში სპეციალურად შეიტანა ცვლილება, რომლის მიხედვითაც ეროვნული ბანკის საბჭოში შესაძლებელი გახდა ისეთი წევრების შეყვანა, რომლებიც არ იყვნენ ფინანსისტები და ეკონომისტები. ამ ცვლილების შემდეგ ეროვნული ბანკის საბჭოში 2 წევრი პროკურატურიდან შევიდა“, – აცხადებს ადამაშვილი.

არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიცია“ მიმართავს საქართველოს პარლამენტს და პროკურატურას, აღნიშნული დოკუმენტების საფუძველზე ეროვნული ბანკის საქმიანობა შეისწავლოს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42