ქართველი მწერალი და მკვლევარი პეტრე ქოჩაკიძე-ჭალადიდელი საზოგადოებას ქვეყნის გადარჩენის და განვითარების ისტორიულ მოდელს სთავაზობს და აცხადებს, რომ საქართველოში „ეროვნულ-ბეროვნული მოძრაობა“ უნდა დაიწყოს. მთავრობაში და პარლამენტში სასულიეო პირები უნდა მოვიდნენ. ქვეყანა კი კონსტიტუციის ნაცვლა ბიბლიიის მიხედვით უნდა იმართებოდეს.
„საქართველოს ჭაღაროსან ეკლესიაში მოიძებნებიან ისეთი პატიოსანი მოღვაწენი, რომლების ეროვნულ-ბეროვნულ საქმეს აკეთებენ. პარლამენტში და მთავრობაში უნდა იყვნენ წარმოდგენილი და მაშინ ვეღარ გაბედავენ ვერც მიწის გაყიდვას და ვერც „ამან მითხრა“, „იმან მითხრას“- აცხადებს ქოჩაკიძე-ჭალადიდელი.
მისი თქმით კონსტიტუცია უნდა შეიცვალოს და ეკლესიას და სახელმწიფოს შორის არსებული კონკორდატი უნდა გაუქმდეს, ეკლესიას სახელმწიფოს საქმეებში ჩარევის სრული უფლება უნდა მიეცეს.
„ეს არის კომუნისტების დაწერილი კონკორდატი და კონსტიტუციის შეცვლის წინ არაფერი უდგას.“- აცხადებს მწერალი.
წყარო „ასავალ-დასავალი“
მასალის გამოყენების პირობები






