ეუთო რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განხორციელებული ნაბიჯების გამო შეშფოთებას გამოხატავს.
ამის შესახებ უთოს გენერალურმა მდივანმა ლამბერტო ზანიერიმ თამარ ბერუჩაშვილთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მან რუსეთის მიერ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან გაფორმებულ ე.წ. ხელშეკრულებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეუთო ამის გამო შეშფოთებას გამოთქვამს.
„ჩვენ მკაფიოდ გვესმის ეს ყველაფერი და შეშფოთებას გამოვხატავთ ამის გამო, თუმცა შეშფოთება საკმარისი არაა, საჭიროა მეტი ქმედება. ამისთვის კი აუცილებელია დიალოგი. რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით ეუთო იმ ძირითად ინსტრუმენტს იყენებს, რომელიც გააჩნია. თუმცა საჭიროა აღნიშნულ პროცესში ადამიანთა მეტი ჩართულობა. მათი ურთიერთობების გაღრმავების ფონზე კი შევეცდებით წინ წავიწიოთ“, - აღნიშნა ზანიერიმ.
მასალის გამოყენების პირობები






