საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ სამხედრო წვრთნების ჩატარებას ეხმაურება და ამბობს, რომ მოვლენების ასეთ განვითარებას დესტაბილიზაციისკენ სერიოზული პოტენციალი აქვს.
ამის შესახებ ბერუჩაშვილმა ეუთო-ს გენერალურ მდივანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"მოვლენების ასეთ განვითარებას სერიოზული პოტენციალი აქვს დესტაბილიზაციისთვის. ეს იქნება, როგორც იყო ჟენევის მოლაპარაკებების დღის წესრიგში რუსეთის მიერ ძალის გამოუყენებლობაზე განსაკუთრებული აქცენტი და მოთხოვნა, რომ ყველა მონაწილე მხარემ განახორციელოს შესაბამისი ზეწოლა და დღეს საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე ჩვენ გავაკეთოთ მაქსიმუმი, რადგან მივაღწიოთ რუსეთის მხრიდან ამ კონრეტულ ნაბიჟს"-განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა.
რუსეთმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამხედრო საველე წვრთნები რამდენი დღის წინ დაიწყო.
მასალის გამოყენების პირობები






