საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი მიიჩნევს, რომ სანქციები რუსეთზე ზეწოლის მნიშვნელოვან ელემენტად რჩება.
ამის შესახე ბერუჩაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის დონალდ ტუსკის განცხადების კომენტირებისას განაცხადა.
თუმცა აქვე ბერუჩაშვილი აღნიშნავს, რომ დღეს სანქციების გაფართოებასთან დაკავშირებით კონკრეტული კონსენსუსი მიღწეული არ არის.
„სანქციები რჩება, როგორც რუსეთზე ზეწოლის მნიშვნელოვანი ელემენტი. მინდა ვთქვა, რომ როგორც საქართველოსთვის ისე სხვა ქვეყნისთვის, რომელიც ევროატლანტიკურ სვლას აგრძელებს, მნიშვნელოვანია, რომ დასავლეთის პარტნიორები იყვნენ ერთიანი იმ არჩევანში, რომ მხარი დაუჭირონ ღირებულებებზე დაფუძნებულ თანამშრომლობას და მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოუჩინონ იმ ქვეყნებს, რომელთაც გააკეთეს თავისი არჩევანი. იმედია, ეს მიმართულება გაძლიერდება და ევროკავშირი იქნება თანმიმდევრული მიუხედავად სირთულეებისა რუსეთთან მიმართებაში. იმედი მაქვს, ამ მიმართულებით ყველა ინსტრუმენტი, მათ შორის სანქციებ გამოყენებული იქნება“, - განაცხადა ბერუაჩაშვილმა.
ევროსაბჭოს პრეზიდენტის, დონალდ ტუსკის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ სანქიების გასამკაცრებლად ევროპა მზად არ არის.
მასალის გამოყენების პირობები






