საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი ნიუ-ჯერსიში ქართველი კურსანტების გარდაცვალებას ეხმაურება და ამბობს, რომ ეს საქართველოსთვის უდიდესი დანაკლისია.
ამის შესახებ ბერუჩაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, აშშ-ში საქართველოს საკონსულო დაღუპულების სამშობლოში გადმოსვენების საკითხზე აქტიურად მუშაობს.
"ეს არის უდიდესი დანაკლისი საქართველოსთვის. ქვეყანას დააკლდა მათი შემართება და პროფესიონალიზმი. ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს. პირველივე წუთიდან ჩვენი საკონსულო სამსახური ჩაერთო პროცესებში და მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, რათა დროულად მოხდეს დაღუპული სამხედროების გადმოსვენება სამშობლოში,"- აცხადებს თამარ ბერუჩაშვილი.
შეგახსენებთ, ქართველი კურსატნები სოსო მაკარიძე და ბესო გორჯოლაძე 7 მარტს ნიუ-ჯერსიში მომხდარ ავტოავარიას ემსხვერპლნენ.
მასალის გამოყენების პირობები






