საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარის თედო კობახიძის განცხადებით, რეგულაციების შესამუშავებლად საკრებულო დიდი ხნის განმავლობაში აქტიურად მუშაობდა და საბოლოოდ დეპუტატებმა ევროკავშირის შესაბამისი მოდელი შეარჩიეს.
"მოსახლოებას აწუხებს სხვადასხვა დაწესებულებებიდან გამოსული ხმაური, შევიმუშავეთ ნორმები უწყებებთან და მოსახლეობასთან კონსულტაციების შემდეგ, შევჯერდით საბოლოო ვარიანტზე, რომელიც შესაბამისობაშია ევროკავშირის რეგულაციებთან. მივმართავ პარლამენტს, რომ აღნიშნული საკითხი დაარეგულიროს საპატრულო პოლიციამ 1 ოქტომბრიდან და აღნიშნული სამართალდაღვევის გამოვლენის შემდეგ, ადგილზევე მოახდინოს პირთა დაჯარიმება", - განაცხადა კობახიძემ.
პროექტის მიხედვით, დილის 7:00 საათიდან 23:00 საათამდე ხმაური დასაშვები იქნება 40 დეციბალის ფარგლებში, ხოლო 23:00 საათიდან დილის 7:00 საათამდე 30 დეციბალის ფარგლებში.
ცნობილია ჯარიმის ოდენობაც ფიზიკური პირი დღის საათებში ხმაურის გადამეტებისათვის დაჯარიმდება 150 ლარის ოდენობით, იურიდიული პირი - 500 ლარის ოდენობით. ღამის საათებში ფიზიკური პირი დაჯარიმდება 300 ლარის ოდენობით, იურიდიული პირი კი - 1 000 ლარის ოდენობით. კანონდარღვევის განმეორების შემთხვევაში ჯარიმა გაორმაგდება.
ლაშა ჯაფარიძე
მასალის გამოყენების პირობები






