„ნაციონალური მოძრაობა“ პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის დანიშვნის მოთხვნით კიდევ ერთხელ მიმართავს. პარტიის წევრებმა აღნიშნულთან დაკავშირებით განაცხადი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დღეს შეიტანეს.
უმცირესობა რიგგარეშე სხდომაზე მთავრობის ეკონომიკური გუნდის მისვლას და ეკონომიკურ ვითარებაზე დებატებს ითხოვს.
„სამწუხაროდ, ყოველდღე გრძელდება მოსახლეობის გაღარიბების პროცესი. ხელისუფლება ამ პროცესში სრულ უნიათობას ავლენს, მათ არ გააჩნიათ კონრეტული გეგმა ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის. ამიტომ კიდევ ერთხელ მივმართავთ პრეზიდენტს, მოიწვიოს რიგგარეშე სხდომა, სადაც განიხილება კრიზისიდან გამოსვლის გეგმა“, - განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ბეჟაშვილმა.
შეგახსენებთ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტს უკვე მიმართა რიგგარეშე სხდომის დანიშვნის მოთხოვნით, თუმცა გიორგი მარგველაშვილმა მაშინ უარი განაცხადა.
მასალის გამოყენების პირობები






