„მოდის ჟურნალისტი და მეკითხება, რატომ ჩაიშალა კომიტეტის სხდომაო, ვუპასუხე, ჩემო კარგო, თუ ჩაიშალა, პრობლემა არაა, რადგან სხდომა ჩაინიშნება და აუცილებლად ჩატარდება, „ოცნების“ 50- მდე დეპუტატი კოალიციურ რეჟიმში ვმუშაობთ, რომ ჩამოვყალიბდებით, რაღაც აზრი შევაჯეროთ, თუ ასე მოხდა ეს იქნება, ეს იქნება კარგი, თუ ვერა, იმასაც გავახმოვანებთ, და დავსძინე, - ყველაფერი კარგად იქნება- მეთქი. ჩემი პასუხი დაამონტაჟეს ასე: “ყველაფერი კარგად იქნება“. ახლა გეკითხებით, როცა ამას ნახავს ხალხი, ხომ შეექმნება შთაბეჭდილება, რომ მე ვარ იდიოტი?! იმის არ იყოსმე და ბარამიძეს რომ გვქონდა ჩხუბი და დავიდარაბა, „მაესტრომ“ ჩამრთო პირდაპირ ეთერში, ხმა მოდიოდა დაგვიანებით, მე მოვედი აღელვებული გაგიჟებული, მგონია, რომ მეკითხებიან აფრასიძეების ოჯახის ამოხოცვაზე, მგონია, რომ მათ აინტერესებთ ჩხუბის მიზეზი ბარამიძესთან, ამ დროს ჟურნალისტი კითხვას მისვამს ბიუჯეტზე... გესმით რამხელა იდიოტობაა? პირდაპირ ეთერში გინებას თავს ვარიდებ და ზოგიერთებივით არ ვიგინები, მაშინ ძალიან მინდოდა ჟურნალისტისთვის მეკითხა, ძალიან სიმპათიური ქალბატონი ბრძანდებით, თქვენი დაბნეულობა რას მივაწერო, წუხელ რამე ხომ არ ქენით-მეთქი. აი, ესაა ძალიან სამწუხარო, რომ ტელევიზიები ცარიელ ჭიქაში ქარიშხალს ტეხენ და იდიოტებად წარმოგვაჩენენ“- განაცხადა სოსო ჯაჭვლიანმა.
წყარო „კვირის ქრონიკა“
მასალის გამოყენების პირობები






