„ქართული ოცნების“ პოლიტიკურ მდივანს არმაზ ახვლედიანს დიმიტრი ხუნდაძე ბოდიშის მოხდას სთხოვს. ამის მიზეზად ხუნდაძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატთან დაკავშირებით ახვლედიანის განცხადებას ასახელებს.
ხუნდაძე აღნიშნულ განცხადებას არმაზ ახვლედიანის მხრიან უფლებამოსილების გადამეტებად აფასებს.
„ეს იყო შეურაცხყოფა თითოეული დეპუტატისთვის. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ პოლიტსაბჭოს არ მიუღია გადაწყვეტილება. რაც შეეხება დეპუტატების მიმართ ბრძანებლური ტონით საუბარს, ბატონ არმაზს შევახსენებ, რომ დეპუტატი არის ხალხის მიერ არჩეული პირი, რომელსაც თავისუფალი გადაწყვეტილების უფლება აქვს. რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება, მაგრამ მთავარია თავად დეპუტატის დამოკიდებულება კონკრეტული საკითხის მიმართ. მადლობა ღმერთს, რომ დღეს განსხვავებული აზრისთვის აღარავინ ისჯება. ახვლედიანის მიერ გაკეთებული განცხადება შეურაცხმყოფელია არა მარტო დეპუტატებისთვის არამედ ნინო გვენეტაძისთვისაც. მისი საუბრიდან ჩანს, რომ თუ ძალადობა არ გამოიყენეს, კანდიტატურა ვერ გავა“, - აცხადებს ხუნდაძე.
შეგახსენებთ, არმაზ ახვლედიანმა განაცხადა, რომ თუ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატთან დაკავშირებით პოლიტსაბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას დეპუტატები არ დაემორჩილებიან, მათ წინააღმდეგ სანქციები დაწესდება.
ნინი კაციტაძე
მასალის გამოყენების პირობები






