ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ნოდარ ჯავახიშვილი ამბობს, რომ მინისტრის დავით შავლიაშილი წარმატებული მინისტრი არ არის.
ამის შესახებ ჯავახიშვილი „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში ამბობს.
გავრცელებულ ინფორმაციას ჯავახიშვილსა და შავლიაშვილს შორის დაპირისპირების შესახებ, ჯავახიშვილი ამბობს, რომ „მასსა და მინისტრს შორის გაუცხოება იყო“.
„ბატონი დავითი ჩემს ასაკსა და გამოცდილებას ანგარიშს უწევს. ვადასტურებ, რომ ერთმანეთის მიმართ გაუცხოების ეტაპიც გვქონდა. ჩათვალა, რომ გარკვეულ საკითხებში კორექტულად არ ვერეოდი, თუმცა, პირისპირ ვისაუბრეთ და მინისტრსა და მინისტრის მოადგილეს შორის აუცილებელი ურთიერთგაგების დონეს მაინც მივაღწიეთ.
შავლიაშვილს მარტივად ავუხსენი, რომ სხვის ბოსტანში არასოდეს გადავდივარ. სამინისტროში სწორედ იმისთვის მოვედი, რომ ახალგაზრდები გამოცდილებით შევავსო. არ ვფიქრობ, რომ დავით შავლიაშვილი გამოუცდელი კადრია, რამდენადაც ვიცი, ის გზების დეპარტამენტშიც მუშაობდა, თუმცა, ვერც იმას ვიტყვი, რომ წარმატებული მინისტრია“, - ამბობს ჯავახიშვილი.
ნინი კაციტაძე
მასალის გამოყენების პირობები






